როგორ აგვარებს საწყობში არსებულ პრობლემებს CORAX WMS

28 თებერვალი 2025

საქართველოში ლოგისტიკა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ლოგისტიკურ კომპანიებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აუწყონ ფეხი მოვლენებს და დარჩნენ კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი საწყობებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაა. ისეთი პროგრამები, როგორიცაა WMS (Warehouse Management System), ეხმარება ბიზნესს ეფექტურობის ზრდასა და ხარჯების შემცირებაში.
 

ეს ბლოგიც მოგვითხრობს სწორედ იმის შესახებ, თუ რომელი საწყობის მართვის სისტემა უნდა გამოვიყენოთ და როგორ უნდა მოხდეს მისი იმპლემენტაცია.
 

ქართულ ბაზარზე კარგად ცნობილი კომპანია - A Logistics Company, უკვე წლებია თავის საწყობებში იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შექმნილია ჰოლანდიური ორგანიზაცია DAVANTI-ის მიერ. ეს ორგანიზაცია მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა ბიზნესს დაეხმაროს ლოგისტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაში. DAVANTI და ALC 2015 წლიდან თანამშრომლობენ და ALC-ის გუნდს აქვს დიდი გამოცდილება პროგრამის გამოყენებისა და დანერგვის საკითხებში. სწორედ ამიტომ, ALC გახდა შუამავალი DAVANTI-ის პოტენციურ მომხმარებლებსა და DAVANTI-ს შორის. ALC აცნობს ინფორმაციას CORAX WMS-ით დაინტერესებულ კლიენტებს, უტარებს მათ პრეზენტაციებს, საკუთარი გუნდის დახმარებით აკეთებს საწყობში პროგრამის იმპლემენტაციას და საწყობის თანამშრომლებს ატრენინგებს ახალი პროგრამის გამოყენებაში.
 

სოფთვეარის ფუნქციები და უპირატესობები
 

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რა სახის პრობლემების მოგვარება შეუძლია WMS-ს, საჭიროა განვსაზღვროთ თავად პრობლემები. მათი ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ტექნოლოგიური განვითარების ნაკლებობა
  • მონაცემთა მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • მარაგების კონტროლი
  • ადამიანური შეცდომები
  • ზედმეტი პროცესები

ახლა კი განვსაზღვროთ WMS-ის ფუნქციები, რათა გავიგოთ, თუ როგორ წყვეტს იგი ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს.

მისი ფუნქციები შემდეგია:

  • საწყობის მართვა, ოპტიმალური კონტროლი.
  • მიღება - საქონლის სწრაფი, ზუსტი და ეფექტური მიღება.
  • შენახვა - საქონლის ეფექტური და საიმედო დასაწყობება.
  • ინტერფეისი - ოპტიმალური კავშირი ყველა სისტემას შორის.
  • მონაცემთა რეპორტინგი - BI-ის ინსტრუმენტებთან შეუფერხებლად ინტეგრირების შესაძლებლობა.
  • მექანიზაცია და ავტომატიზაცია - მომავლის საწყობის მშენებლობა.
  • ელექტრონული კომერცია - შეკვეთების მარტივი დამუშავება.

როგორც ვხედავთ, WMS-ს შეუძლია მოაგვაროს თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც საწყობში არსებობს. თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მომხმარებელმა არჩევანი სწორედ CORAX WMS-ზე შეაჩეროს. სწორედ ამიტომ, განვიხილოთ CORAX-ის უპირატესობები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • CORAX ხშირად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა ცნობილი ბრენდები, თუმცა არ კარგავს ხარისხს. (ყოველთვიური გადასახადი მოიცავს პროგრამის ყოველგვარ ხარჯებს).
  • უზრუნველყოფს მონაცემების ანალიზის შესაძლებლობას რეალურ დროში, რაც კომპანიებს ეხმარება სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.
  • ადვილად ინტეგრირდება სხვადასხვა ERP სისტემებთან და სხვა ბიზნეს აპლიკაციებთან, რაც ზრდის მისი გამოყენების მოქნილობას.
  • გთავაზობთ მორგებულ გადაწყვეტებს კონკრეტული ინდუსტრიის საჭიროებების მიხედვით, რაც მას უფრო მოქნილს ხდის კონკურენტებთან შედარებით.
  • Corax-ს აქვს მარტივი და ინტუიტური ინტერფეისი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად გაერკვნენ სისტემაში და ეფექტურად გამოიყენონ მისი ფუნქციები.
  • CORAX WMS-ის მასშტაბები იზრდება კომპანიის მასშტაბების ზრდასთან ერთად, პროგრამა არის Cloud-ზე დაფუძნებული, სწორედ ამიტომ, მისი მეხსიერება ულიმიტოა და საშუალებას იძლევა აკონტროლოთ საწყობი დისტანციურად, ნებისმიერი ლოკაციიდან.

სხვადასხვა ქვეყნებში საწყობების სამართავად CORAX WMS-ს იყენებს ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Coca-Cola, P&G, Nestle, Wrigley, PEPSICO, JVC, Johnson & Johnson, FERRERO, Masterfoods, Nespresso და სხვ.
 

საწყობში პროგრამის გამოყენებამ მათ მოუტანა ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ხარჯების შემცირება და მომხმარებელთა სერვისის გაუმჯობესება.
 

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ საწყობების ავტომატიზაცია შეუქცევადი პროცესია. ადრე თუ გვიან, საქართველოში ყველა საწყობი ავტომატიზირებული გახდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ლოგისტიკური კომპანიები ამ საკითხს პრიორიტეტულად განიხილავენ. როდესაც საქმე სიახლესთან ადაპტაციას ეხება, უმჯობესია ეს სიახლე რაც შეიძლება მალე მივიღოთ, რათა არ ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ განვითარებას და ვიყოთ ინოვაციური.
 

ALC მზად არის ნებისმიერ კომპანიას დაეხმაროს CORAX WMS-ის შეძენასა და იმპლემენტაციაში, თუმცა კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საწყობების ავტომატიზაცია თავისმა პარტნიორებმაც დაიწყონ.
 

თუ ფლობთ ან იყენებთ საწყობს და მისი მართვისას აწყდებით გარკვეულ სირთულეებს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ვებ-საიტზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე. ჩვენი გუნდი სწრაფ და დეტალურ კონსულტაციას გაგიწევთ იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს WMS თქვენს ბიზნესში.