ტექნოლოგიური წინსვლა ლოგისტიკაში: Corax WMS

28 მაისი 2025

თანამედროვე ლოგისტიკაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღველი ფაქტორია მარაგების მართვის სიზუსტე და ოპერაციული პროცესების ეფექტიანობა. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს WMS — სასაწყობე მართვის სისტემა (Warehouse Management System). ამ სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული და ინოვაციური გადაწყვეტაა Corax WMS — ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ადაპტირებულია როგორც საშუალო, ისე დიდი ზომის საწყობებისთვის.

რა არის Corax WMS?

Corax WMS არის ნიდერლანდური კომპანია Davanti-ის მიერ შექმნილი თანამედროვე WMS, რომელიც სრულად მუშაობს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე (SaaS - Software as a Service). ეს ნიშნავს, რომ პროგრამის გამოყენება შესაძლებელია ინტერნეტით ნებისმიერი მოწყობილობიდან, ყოველგვარი ლოკალური სერვერის ან კომპლექსური IT-ინფრასტრუქტურის გარეშე.

Corax-ის არსებული შესაძლებლობები

Corax WMS-ის ძირითადი მახასიათებლებია:

1. ავტომატიზირებული საწყობი პროცესები

Corax ავტომატურად მართავს პროცესებს, როგორიცაა:

  • მიღება (receiving),
     
  • სტოკში განთავსება (put-away),
     
  • შეკვეთების შეკრება (picking),
     
  • შეკვეთის გაგზავნა (shipping),
     
  • როტაცია (FIFO/FEFO),
     
  • მარაგების კონტროლი და გადამოწმება (cycle counting).
     

2. მობილური მხარდაჭერა

სისტემა სრულად ადაპტირებულია მობილური მოწყობილობებისთვის. თანამშრომლები იყენებენ PDA-ს ან სმარტფონებს საწყობის შიგნით საქონლის სკანირებისთვის, რაც ამცირებს შეცდომებს და ზრდის პროდუქტიულობას.

3. მონაცემების ანალიტიკა და დეშბორდები

Corax გთავაზობთ რეალურ დროში განახლებად ანალიტიკურ დაფებს (dashboards), რომლებიც აჩვენებს საწყობის აქტივობებს, KPI-ებს, შეკვეთების სტატუსებს და მარაგის მდგომარეობას.

4. ინტეგრაცია სხვა სისტემებთან

Corax მარტივად ინტეგრირდება ისეთ სისტემებთან, როგორიცაა:

  • ERP პლატფორმები (მაგ. Microsoft Dynamics, SAP, Exact),
     
  • სატრანსპორტო მართვის სისტემები (TMS),
     
  • ონლაინ მაღაზიები და პლატფორმები (Shopify, Magento, WooCommerce და სხვ.).

Corax WMS იდეალურად ერგება სხვადასხვა ბიზნესსექტორის სპეციფიკურ მოთხოვნებს. მისი მოქნილობა და ინტეგრაციის შესაძლებლობები საშუალებას აძლევს კომპანიებს მოახდინონ საწყობის მართვის სრული ციფრული ტრანსფორმაცია. ქვემოთ მოცემულია, როგორ იყენებენ Corax-ს ძირითადი ინდუსტრიები:

დისტრიბუცია (FMCG, საყოფაცხოვრებო ქიმია, სასმელები)

  • შეკვეთების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია;
     
  • მარაგის სრულყოფილი კონტროლი რეალურ დროში;
     
  • სწრაფი ინტეგრაცია ERP სისტემებთან (მაგ. 1C, Microsoft Dynamics);
     
  • საწყობის ოპერაციების ტრეკინგი შტრიხ-კოდებით.
     

ონლაინ ვაჭრობა (e-commerce)

  • შეკვეთების ეფექტური შეკრება და გაგზავნა;
     
  • დაბრუნებული საქონლის მარტივი მართვა;
     
  • ინტეგრაცია ონლაინ პლატფორმებთან (Shopify, Magento, WooCommerce);
     
  • ავტომატური შეტყობინებები და მარაგების განახლება.
     

სასურსათო და სასმელების სექტორი

  • პროდუქციის როტაცია FIFO/FEFO პრინციპით;
     
  • ტემპერატურის კონტროლი IoT სენსორების მეშვეობით;
     
  • სურსათის უსაფრთხოების დაცვა;
     
  • ხარისხის კონტროლის ციკლები საწყობში.
     

ფარმაცევტული პროდუქტები და მედიკამენტები
 

  • შესაბამისობა საერთაშორისო რეგულაციებთან;
     
  • მაღალი სიზუსტით შეკვეთების მიწოდება და საწყობიდან კონტროლი.
     

 


Corax WMS ამ სეგმენტებში რეალურად ზრდის ოპერაციულ სიზუსტეს და ამცირებს საწყობის ხარჯებს — რაც ქართულ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.