5 ნიშანი, რომ თქვენს საწყობს WMS სჭირდება
საქართველოს ლოგისტიკური ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. ტრადიციული საწყობის მართვის მეთოდები უკვე ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს. როგორც A Logistics Company-ის (ALC) გამოცდილება გვიჩვენებს, ქართული საწყობები ყოველდღიურად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, რომლებიც ეფექტურად წყდება საწყობის მართვის სისტემის (WMS) დანერგვით. იმისთვის, რომ გაიგოთ, სჭირდება თუ არა თქვენს ბიზნესს ამ ტიპის სისტემა, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ 5 ნიშანს:
1. პერსონალი მუშაობს ფურცლითა და კალმით
პრობლემის აღწერა: თუ თქვენი საწყობის თანამშრომლები ჯერ კიდევ ფურცელზე წერენ ინფორმაციას საქონლის მიღება-გაცემის შესახებ, ეს მკაფიოდ მიუთითებს ავტომატიზაციის საჭიროებაზე. ხელნაწერი აღრიცხვა არამხოლოდ დროისა და ენერგიის ხარჯვაა, არამედ შეცდომების მთავარი წყაროც.
WMS-ის გადაწყვეტა: CORAX WMS-ის მობილური ინტერფეისით ყველა ოპერაცია დაძლეულია წამებში. ბარკოდის სკანირებით ავტომატურად რეგისტრირდება საქონლის მიღება, გაცემა და გადაადგილება.
2. ყველაფერი ერთი ადამიანის მახსოვრობაზე არის დამოკიდებული
პრობლემის აღწერა: ყველა საწყობში არის ისეთი ადამიანი, რომელმაც "ყველაფერს იცის" - სად რა დევს, რომელ მომწოდებელთან რა პრობლემაა და ა.შ. ამ ადამიანის გარეშე საწყობი ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებს.
რისკები:
- თანამშრომლის შვებულების დროს ან კომპანიიდან წასვლისას ყველაფერი ქაოსშია
- საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება
- ახალი კადრის გადამზადება თვეებს საჭიროებს
WMS-ის გადაწყვეტა: CORAX WMS-ში ყველა ინფორმაცია ცენტრალიზებულად ინახება. ყველა თანამშრომელს უფლება აქვს წვდომა ჰქონდეს საჭირო მონაცემებზე, რაც ბიზნესს ხდის დამოუკიდებელს კონკრეტული ადამიანებისაგან.
3. Excel-ს ან მოძველებულ პროგრამებს იყენებთ
პრობლემის აღწერა: ბევრი ქართული კომპანია Excel-ს იყენებს საწყობის მართვისთვის, რაც მცირე ბიზნესისთვის შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ზრდასთან ერთად პრაქტიკულობას კარგავს. ზოგჯერ იყენებენ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საერთოდ არ არის შექმნილი საწყობის მართვისთვის.
Excel/მოძველებული პროგრამების ლიმიტები:
- რეალურ დროში განახლება შეუძლებელია
- ინტეგრაცია სხვა სისტემებთან ფაქტობრივად შეუძლებელია
- ისტორიული მონაცემების ანალიზი შედარებით რთულია
WMS-ის გადაწყვეტა: CORAX WMS რეალურ დროში აღრიცხავს ყველა ოპერაციას. ავტომატურად ინტეგრირდება ERP სისტემებთან და შესაძლებელია დეტალური ანალიტიკის მიღება.
4. ხშირად ვერ პოულობთ საქონელს საწყობში
პრობლემის აღწერა: თუ თქვენი თანამშრომლები ხშირად ეძებენ კონკრეტულ პროდუქცია საწყობში, ან არ იციან ზუსტად რა რაოდენობა გაქვთ დარჩენილი, ეს ნიშნავს, რომ საწყობის მენეჯმენტი არ არის ეფექტიანი.
ტიპური სცენარები:
- მყიდველი ელოდება, ხოლო თანამშრომელი საწყობში რაღაცას ეძებს
- ინვენტარიზაცია გრძელდება დღეებით
- ვადაგასული პროდუქციის დაგროვების რისკი მაღალია
WMS-ის გადაწყვეტა: CORAX WMS-ში ყველა პროდუქტს აქვს ზუსტი ლოკაცია. რეალურ დროში ხედავთ, რა რაოდენობაა მარაგში, სად არის განთავსებული და რა ვადებით. ძიება ხდება წამებში.
5. ანალიტიკისა და რეპორტების ნაკლებობა
პრობლემის აღწერა: გადაწყვეტილებები ხშირად ინტუიციის საფუძველზე მიიღება, რადგან ზუსტი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. არ იცით, რომელი პროდუქცია გაიცემა ყველაზე სწრაფად, საიდან მოდის ყველაზე ბევრი შეკვეთა და ა.შ.
ანალიტიკის ნაკლებობის შედეგები:
- ვერ ხედავთ ტრენდებს და პროგნოზებს
- ეფექტურობის გაზომვა შეუძლებელია
- ინვესტორებისთვის ან პარტნიორებისთვის რეპორტების მომზადება რთულია
WMS-ის გადაწყვეტა: CORAX WMS ავტომატურად აგენერირებს დეტალურ რეპორტებს ყველა ოპერაციის შესახებ.
რა არის შემდეგი ნაბიჯი?
თუ ეს ნიშნები გეცნოთ, დროა დაფიქრდეთ WMS-ის დანერგვაზე. საწყობების ავტომატიზაცია შეუქცევადი პროცესია, და ვინც ადრე დაიწყებს ადაპტაციას, მეტ კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებს.
რატომ სწორედ CORAX WMS?
A Logistics Company წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს DAVANTI-ის მიერ შემუშავებულ CORAX WMS-ს. DAVANTI სპეციალიზირებულია ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შექმნაზე და მათი მრავალწლიანი ექსპერტიზა ეფუძნება რეალური ბიზნეს-გამოწვევების გაგებას.
2015 წლიდან გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგად, ALC-მ დააგროვა ღირებული გამოცდილება CORAX WMS-ის ეფექტურად გამოყენებასა და წარმატებით იმპლემენტაციაში. სწორედ ამიტომ, ALC გახდა შუამავალი DAVANTI-ის პოტენციურ მომხმარებლებსა და DAVANTI-ს შორის. ALC აცნობს ინფორმაციას CORAX WMS-ით დაინტერესებულ კლიენტებს, უტარებს მათ პრეზენტაციებს, საკუთარი გუნდის დახმარებით აკეთებს საწყობში პროგრამის იმპლემენტაციას და საწყობის თანამშრომლებს ატრენინგებს ახალი პროგრამის გამოყენებაში.
ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს სისტემა იდეალურია ქართული ბაზრისთვის:
- ღირებულება: ყოველთვიური გადასახადი მოიცავს ყველა ხარჯს
- მოქნილობა: Cloud-ზე დაფუძნებული, ულიმიტო მეხსიერებით
- ინტეგრაცია: ადვილად უერთდება ERP სისტემებს
- მხარდაჭერა: ქართულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერა ALC-ის გამოცდილი გუნდის მხრიდან
თუ თქვენი საწყობი აღნიშნულ პრობლემებს აწყდება და გსურთ გაიგოთ, როგორ შეიძლება CORAX WMS-მა გაუმჯობესოს თქვენი ლოგისტიკური პროცესები, დაგვიკავშირდით დღესვე უფასო კონსულტაციისთვის: ???? 0322 907 709 ???? info@ware-house.ge