5 მიზეზი, რატომ არ უნდა გქონდეს Excel-ში საწყობის აღრიცხვა

18 ივლისი 2025

ბიზნესის წარმატებისთვის საწყობის სწორად მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბევრი კომპანია საწყობის აღრიცხვას Excel-ში აწარმოებს, რაც მცირე მოცულობის საქმისთვის შესაძლოა გამოსადეგი იყოს, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა პრობლემებს წარმოშობს. აი, ხუთი მთავარი მიზეზი, რატომ არ ღირს საწყობის მართვისთვის Excel-ის გამოყენება:

1. ადამიანური შეცდომების მაღალი რისკი

Excel-ში მუშაობისას შეცდომები არის გარდაუვალი. ერთი არასწორი ფორმულა, წაშლილი სტრიქონი ან არასწორად შეყვანილი რაოდენობა მთლიანად ცვლის ყველაფერს. ავტომატური კონტროლის გარეშე ძნელია ამ შეცდომების დროულად გამოვლენა და გამოსწორება, რაც სერიოზულ ფინანსურ ზარალამდეც შეიძლება მივიდეს.

მაგალითად, თუ ხელით ატარებ 1000 პროდუქტს და მხოლოდ 1% შეცდომას დაუშვებ, ეს ნიშნავს 10 არასწორ ჩანაწერს, რაც შეიძლება ათიათასობით ლარის ზარალის ტოლფასი იყოს.

2. რეალურ დროში სინქრონიზაციის შეუძლებლობა

Excel-ის ფაილები სტატიკურია - ისინი არ ნახლდება რეალურ დროში. ეს ნიშნავს:

  • დაგვიანებული ინფორმაციას: საწყობის მდგომარეობა ყოველთვის არ არის აქტუალური
  • ორმაგ გაყიდვას: შეიძლება გაიყიდოს პროდუქტი, რომელიც უკვე არ არის საწყობში
  • დაგეგმვის სირთულეს: არ იცი ზუსტად, რა მარაგები და საჭიროებები გაქვს

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც ონლაინ გაყიდვები წამებში უნდა დამუშავდეს, Excel-ის ყოველ საათში განახლება თითქმის შეუძლებელია.

3. ავტომატიზაციის ნაკლებობა

Excel-ი არ გთავაზობს ავტომატურ შეტყობინებებს, როცა პროდუქტის რაოდენობა იკლებს ან კრიტიკულ ზღვარს გადაცდება. ვერც დაბრუნებული ან გაფუჭებული საქონლის კონტროლი ხდება სისტემურად. ავტომატიზაციის გარეშე ბევრ პროცესს ხელით მართავ, რაც დროს გართმევს.

4. შეზღუდული ანგარიშგება და ანალიზი

Excel-ში შესაძლებელია ცხრილების შექმნა და ფორმულების გამოყენება, მაგრამ მონაცემთა ანალიზის სიღრმე და ვიზუალიზაცია მაინც შეზღუდულია. საწყობის მართვის სისტემა კი გთავაზობს ინტუიციურ დაფებს, ავტომატურ ანგარიშებს და ტრენდების პროგნოზირებას — რაც ეფექტური მართვისთვის აუცილებელია.

5. უსაფრთხოება

Excel-ის ფაილები შეიძლება შემთხვევით წაიშალოს ან გავრცელდეს გარეშე პირებთან. ის არ უზრუნველყოფს მონაცემთა სათანადო დაშიფვრას. საწყობის მონაცემები კი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია და დაცვას საჭიროებს.

დასკვნა

Excel შესანიშნავი ინსტრუმენტია მრავალი ამოცანისთვის, მაგრამ საწყობის მართვა მათ შორის არ არის. თუ სერიოზულად ფიქრობ ბიზნესის განვითარებაზე, დროა განიხილოთ სპეციალიზებული საწყობის მართვის სისტემა (WMS - Warehouse Management System).

თუ ეს ნიშნები გეცნო, დროა დაფიქრდე WMS-ის დანერგვაზე. საწყობების ავტომატიზაცია შეუქცევადი პროცესია და ვინც ადრე დაიწყებს ადაპტაციას, მეტ კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებს.

რატომ სწორედ CORAX WMS?

A Logistics Company წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს DAVANTI-ის მიერ შემუშავებულ CORAX WMS-ს. DAVANTI სპეციალიზირებულია ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შექმნაზე და მათი მრავალწლიანი ექსპერტიზა ეფუძნება რეალური ბიზნეს-გამოწვევების გაგებას.

2015 წლიდან გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგად, ALC-მ დააგროვა ღირებული გამოცდილება CORAX WMS-ის ეფექტურად გამოყენებასა და წარმატებით იმპლემენტაციაში. სწორედ ამიტომ, ALC გახდა შუამავალი DAVANTI-ის პოტენციურ მომხმარებლებსა და DAVANTI-ს შორის. ALC აცნობს ინფორმაციას CORAX WMS-ით დაინტერესებულ კლიენტებს, უტარებს მათ პრეზენტაციებს, საკუთარი გუნდის დახმარებით აკეთებს საწყობში პროგრამის იმპლემენტაციას და საწყობის თანამშრომლებს ატრენინგებს ახალი პროგრამის გამოყენებაში.

ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს სისტემა იდეალურია ქართული ბაზრისთვის:

  • ღირებულება: ყოველთვიური გადასახადი მოიცავს ყველა ხარჯს
  • მოქნილობა: Cloud-ზე დაფუძნებული, ულიმიტო მეხსიერებით
  • ინტეგრაცია: ადვილად უერთდება ERP სისტემებს
  • მხარდაჭერა: ქართულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერა ALC-ის გამოცდილი გუნდის მხრიდან

 

თუ შენი საწყობი აღნიშნულ პრობლემებს აწყდება და გსურს გაიგო, როგორ შეიძლება CORAX WMS-მა გაგიუმჯობესოს ლოგისტიკური პროცესები, დაგვიკავშირდით დღესვე უფასო კონსულტაციისთვის: 0322 907 709 | info@ware-house.ge