გახდი საქართველოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური ჰაბის პარტნიორი: Lineagate-სთან თანამშრომლობის პირობები
ბიზნესის მასშტაბირება საჭირო, თუმცა რთული პროცესია. ხშირად, როდესაც კომპანია გაყიდვების პიკზეა, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ამ ტემპს ვეღარ უძლებს. პრობლემები სწორედ აქ ჩნდება: გადატვირთული საწყობები, გაზრდილი ოპერაციული ხარჯები და დაგვიანებული მიწოდება.
საქართველოში, სადაც სატრანზიტო პოტენციალი ყოველდღიურად იზრდება, ბიზნესს სჭირდება არა უბრალოდ „კედლები და ჭერი“ ტვირთის შესანახად, არამედ გამართული ოპერაციული ეკოსისტემა. სწორედ ამ მისიით იქმნება საქართველოში ყველაზე დიდი ლოგისტიკური ჰაბი LIneagate – ALC-ის (A Logistics Company) ახალი მასშტაბური პროექტი, რომელიც ლოგისტიკის სტანდარტებს რეგიონში ახალ საფეხურზე აიყვანს.
თანამშრომლობის პირობები
ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია. ზოგს მხოლოდ ფართი სჭირდება, ზოგს კი სრული ლოგისტიკური მომსახურება, ან მიწის შეძენა. ამიტომ, LineaGate-ში თანამშრომლობის სამი გზა გვაქვს:
- სრული ლოგისტიკური მომსახურება (3PL სერვისი): თქვენ გვიტოვებთ ტვირთს და ივიწყებთ საწყობის პრობლემებს. ჩვენი გუნდი თავად უზრუნველყოფს მარაგების მართვას და მიწოდებას, თქვენ მხოლოდ გაყიდვებზე ფოკუსირდებით.
- მხოლოდ საწყობის იჯარა: თუ გირჩევნიათ, საწყობი თავად მართოთ, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე, მოწესრიგებულ ფართებს, სადაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ.
- მიწის შეძენა და საწყობის აშენებაში დახმარება: თუ თქვენ სრული დამოუკიდებლობა გჭირდებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ მიწა ჩვენს პროექტში და სურვილისამებრ დაგეხმარებით საწყობის აშენებაში.
პროექტის უპირატესობები: რატომ Lineagate?
ალბათ იკითხავთ: „საწყობი ბევრია, რატომ მაინცდამაინც თქვენ?“ პასუხი მარტივია, ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ კედლებს, ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულ უპირატესობას:
- სტრატეგიული ლოკაცია: Lineagate შენდება სართიჭალაში, 10 კმ საბაჟო ზონამდე (გეზი), 17 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირდაპირი წვდომა მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალებთან.
- სრული ლოგისტიკური ეკოსისტემა: აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია, რაც საშუალებას გაძლევთ, მთელი ლოგისტიკა ერთ სანდო პარტნიორს მოგვანდოთ.
- მასშტაბირების შესაძლებლობა: LineaGate 180,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. თუ ხვალ თქვენი ბიზნესი გაფართოვდება, ჩვენ დაგხვდებით მზა რესურსით, რათა ახალი ფართის ძებნაში დრო არ დაკარგოთ.
- მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალი გუნდი: A Logistics Company (ALC) წარმოადგენს წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას საქართველოში, რომელიც ფლობს და მართავს ინდუსტრიულ უძრავ ქონებას.
კონტაქტი
ჩვენი გუნდი მზადაა, მოისმინოს თქვენი გამოწვევები და ერთად მოვიფიქროთ საუკეთესო გამოსავალი.
???? დაგვირეკეთ: +995 577 209 900
???? ან მოგვწერეთ მეილზე: info@ware-house.ge