გამოფენა: "ლოგისტიკა და ავტომატიზაცია"

8 დეკემბერი 2023

  2023 წლის 29-30 ნოემბერს გაიმართა Easyfairs Iberia-ს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ლოგისტიკური კონფერენცია სახელწოდებით "Logistics and Automation" . როგორც ლოგისტიკური ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლების შეხვედრის წერტილი, გამოფენა წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას სადაც ხდება ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება უახლესი ტენდენციების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.


   ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან ერთად ვიზიტორების სიაში A Logistics Company იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მნიშვნელობაზე და ლოგისტიკური სფეროს სიახლეებზე  ALC-ს დირექტორის მოადგილე, ნინო ჩახნაშვილი გვიზიარებს:


  “ბოლო პერიოდში თვალსაჩინოა ლოგისტიკის ინდუსტრიის განვითარება ავტომატიზაციისა და რობოტიზაციის მიმართულებით. ევროპულ ქვეყნებში გამართულ სხვადასხვა გამოფენებზე წარმოდგენილია ასობით კომპანია, რომელიც გვთავაზობს ლოგისტიკის ინვენტარის ისეთ ვერსიებს, სადაც ადამიანის ფიზიკური შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, იგი გათვლილია ლოგისტიკის სრული ციკლის ოპტიმიზაციაზე, აჩქარებაზე და შესაბამისად ეფექტურობის მაქსიმალიზაციაზე.


  მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიისთვის აღნიშნული სიახლე უცხო არ არის და შეძლებისდაგვარად ვნერგავთ ტენდენციებს ჩვენს A კლასის საწყობში. ჩვენი სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და საინტერესოა ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენს მიერ გაწეული სერვისის ხარისხსა და ეფექტურობას. “

 

"Logistics and Automation" გამოფენა იდეალურ ადგილია ახალი მომწოდებლების აღმოსაჩენად და უახლესი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომლებსაც შეუძლიათ კომპანიებში ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია. სწორედ ამიტომ A Logistics Company-ის მონაწილეობა ამ ტიპის გამოფენებსა და ღონისძიებებზე მეტყველებს მის სწრაფვაზე გახდეს ინოვაციური და წამყვანი ლოგისტიკური პარტნიორი წარმატებული ბიზნესებისათვის საქართველოში.