AI ლოგისტიკაში: უპირატესობები და პრაქტიკული მაგალითები
შესაძლოა რამდენიმე ათწლეულის წინ ხელოვნური ინტელექტის იდეა ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ ლოგისტიკის სფეროში, თუმცა, დღესდღეობით შეგვიძლია შევაფასოთ მისი რეალური შესაძლებლობები და პერსპექტივა.
რას გვთავაზობს AI და სად გამოიყენება იგი ეფექტურად? თანამედროვე სამყაროში, სადაც ელექტრონული კომერცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნეს ინდუსტრიაში, ჩვენ გვინდა ისეთი მიწოდების ჯაჭვი, სადაც პროდუქტი ყველაზე სწრაფ მარშრუტს პოულობს ჩვენამდე. AI კი შეიძლება გამოჩნდეს ყველგან, დაწყებული ეფექტურად გამართული საწყობებიდან, დასრულებული ზუსტად დაგეგმილ მიწოდების მარშრუტებამდე.
სასაწყობე ოპერაციების უმრავლესობას თან ახლავს შემდეგი გამოწვევები:
- არაეფექტურობა: მარშრუტის მექანიკური, სტატიკური დაგეგმარება ვერ უპასუებს რეალურ დროში საცობს ან ამინდის ცვლილებებს, რაც იწვევს ტრანზიტის გახანგრძლივებას და საწვავის ხარჯების გაზრდას.
- შრომატევადი პროცესები: საწყობები წელიწადში დაახლოებით 3000 საათს კარგავენ ვადაგადაცილებული და ხელით შესრულებული პროცესების გამო.
ლოგისტიკა AI-ით:
ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ მნიშვნელოვნად შეცვალა ლოგისტიკური ლანდშაფტი. არსებული კომპანიების 38% იყენებს AI-ს და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს 50%-მდე.
ერთერთი მათგანია ყველასათვის ცნობილი Amazon, გლობალური ელექტრონული კომერციის ლიდერი. AI ალგორითმები აძლიერებს მოთხოვნის პროგნოზირებას და ინვენტარის მართვას. მის ავტომატიზირებულ საწყობებში დაახლოებით 200 000 რობოტი აგროვებს, ასაწყობებს და ახარისხებს ნივთებს, რაც ზრდის ეფექტურობას და ამცირებს შეცდომებს.
გადაზიდვების კომპანია FedEx იყენებს AI-ს, რათა ავტომატიზირდეს და გააუმჯობესოს ამანათის დახარისხება თავის საწყობებში. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს შეუძლიათ საათში 1200-მდე ამანათის დახარისხება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროს. გარდა ამისა, FedEx იყენებს AI-ს რათა განსაზღვროს მიწოდების პოტენციური შეფერხებები ამინდის შეფერხების ან მოძრაობის გადატვირთულობის გამო, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის საერთო გამოცდილებას.
რომ შევაჯამოთ, AI-მ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეფექტურობა და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი გაზრდის ლოგისტიკის პროდუქტიულობას 40%-ზე მეტით.
- AI-ს შეუძლია შეამციროს საწყობის ექსპლუატაციის ხარჯები 50%-ით და გაზარდოს უსაფრთხოება 90%-ით.
- AI იყენებს პროგნოზირებულ ანალიზს, რათა უკეთ გაუმკლავდეს პოტენციურ შეფერხებებს.
- AI ოპტიმიზებს მიწოდების მარშრუტებს, დაზოგავს დროსა და საწვავს.
- გაამარტივოს რუტინული დოკუმენტების დამუშავების ავტომატიზაცია
წყარო : Eliftech, AI in Logistics: How Does It Truly Transform The Field?