ინტერვიუ Davanti-ს ექაუნთ მენეჯერთან, რობერტ რეიტთან: პარტნიორობა A Logistics Company-სთან
გსურთ გაზარდოთ თქვენი საწყობის ეფექტურობა და შეამციროთ ხარჯები? A Logistics Company-ის გუნდი ამაში დაგეხმარებათ. ჩვენ 2015 წლიდან ვპარტნიორობთ ჰოლანდიურ კომპანიასთან Davanti Warehousing, რომელიც გახლავთ საწყობების მართვის სისტემის (WMS) წამყვანი პროვაიდერი. მათი ტექნოლოგიების გამოყენებით ვაუმჯობესებთ სასაწყობე ოპერაციებს, ვაჩქარებთ შეკვეთების შესრულებას, ვაკონტროლებთ ინვენტარს უწყვეტ რეჟიმში და ვაკეთებთ ადაპტაციას ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს შევთავაზოთ აღნიშნული პროგრამის დანერგვა.
გთავაზობთ ინტერვიუს Davanti-ს პარტნიორების ექაუნთ მენეჯერთან, რობერტ რეიტთან. მან გაგვიზიარა საინტერესო მოსაზრებები კომპანიის სტრატეგიისა და A Logistics Company-სთან გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ.
კომპანიის პროფილი
Davanti არის Corax WMS-ის მფლობელი, რომელიც გახლავთ თანამედროვე, Azure-ის ღრუბლოვან ბაზაზე შექმნილი საწყობის მართვის სისტემა.
"ჩვენი მისიაა გლობალურად გავაძლიეროთ ბიზნესები მათთვის მარტივი და მომხმარებლისთვის მეგობრული WMS-ის მიწოდებით, რომელიც ამარტივებს საწყობის ოპერაციებს სწრაფი დანერგვით, ინტუიციური კონფიგურაციით და მაქსიმალური ეფექტურობით", - აღნიშნა რეიტმა.
გრძელვადიანი პარტნიორობა
A Logistics Company-სთან თითქმის ათწლიანი თანამშრომლობის შესახებ, რობერტმა აღნიშნა, რომ ეს არის დინამიური და ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და საერთო ხედვაზე. "ჩვენ ვამაყობთ და გაღიარებთ, როგორც ღირებულ კლიენტს და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს", - განაცხადა მან.
დისტანციური თანამშრომლობის ეფექტურობა
დისტანციური თანამშრომლობის შესახებ საუბრისას, რობერტმა ხაზი გაუსვა მკაფიო კომუნიკაციისა და თანამედროვე ხელსაწყოების მნიშვნელობას. Microsoft Teams-ის გამოყენებით და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების მეშვეობით, ჩვენ შევძელით დისტანციურად ეფექტურად მუშაობა CORAX WMS-ის დანერგვისა და ოპერაციების მართვისას.
მომავლის გეგმები
მომავლის პერსპექტივებზე საუბრისას, Davanti-ს ექაუნთ მენეჯერი აღფრთოვანებით საუბრობს პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ AI-ით მართული ხმოვანი შეგროვების ტექნოლოგიის დანერგვას (ე.წ “AI-powered Voice Picking”), საწარმოო ჯაჭვის პროცესების ოპტიმიზაციას და ერთობლივი ინოვაციების წახალისებას. "ჩვენი საერთო ხედვა კონცენტრირებულია სტრატეგიული მიზნების შეთანხმებაზე ორმხრივი ზრდისა და გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად", - განაცხადა მან.
ინტერვიუ ცხადყოფს, რომ Davanti და A Logistics Company-ს შორის პარტნიორობა არა მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობა, არამედ საერთო მიზნებზე ორიენტირებული სტრატეგიული თანამშრომლობაა.