ლოგისტიკური სერვისი
3PL / მესამე მხარის ლოგისტიკა
3PL ნიშნავს მესამე მხარის ლოგისტიკას. ჩვენი 3PL საწყობი გთავაზობთ მიწოდების ჯაჭვის შემადგენელი სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის შენახვას, შეკვეთის დამუშავებას, მიწოდებასა და მიღებას. ჩვენ გთავაზობთ აუთსორსინგ ლოგისტიკურ მომსახურებას, ჩვენი კომპანია იზრუნებს თქვენი პროდუქტის მიწოდების სრულ ჯაჭვსა და ლოგისტიკაზე, თავად კი მეტი დრო დაგრჩებათ ბიზნესის ზრდაზე ფოკუსირებისთვის.
ჩვენი საწყობები აღჭურვილია თანამედროვე საწყობის მართვის სისტემებითა და ISO 9001: 2015-ზე დაფუძნებული სტანდარტიზირებული პროცესებით.
ეს აძლევს ნებისმიერი ზომის კომპანიას შესაძლებლობას კონცენტრირება მოახდინონ საკუთარ ბიზნესზე, საბაზრო პოზიციაზე და არ დახარჯონ საჭირო დრო ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრაზე.
საბაჟო სერვისი
საბაჟო საწყობი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. ჩვენ გთავაზობთ საბაჟო მომსახურებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი პროდუქტი სათანადოდ არის დეკლარირებული, თქვენი გადაზიდვები შეესაბამებოდეს განბაჟების ყველა წესს და არ ემუქრებოდეს საბაჟო პროცესების ისეთი საფრთხეები, როგორებიცაა დიდი ხნის განმავლობაში შენახვა, არღვევდეს რომელიმე რეგულაციას ან თუნდაც იყოს ჩამორთმეული.