როგორ უნდა შეარჩიოთ საწყობის მართვის სისტემა (WMS)?

21 მარტი 2025

როგორ აუმჯობესებს საწყობის მართვის სისტემა ლოგისტიკურ პროცესებს საქართველოში

A Logistics Company (ALC), როგორც 3PL ლოგისტიკური სერვისის მომწოდებელი და წლების განმავლობაში საკონსულტაციო ბიზნესში ჩართული ორგანიზაცია, ცდილობს კომპანიებს დაეხმაროს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. ALC ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარი შემოსავლების ზრდაზე, არამედ საქართველოს ლოგისტიკური ბაზრის განვითარებაზეც. ეს კი გამოიხატება მისი მხრიდან ინოვაციური პროგრამების დანერგვაში და ლოგისტიკის მიმართულებით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაში.

დღეისთვის კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა საწყობების ავტომატიზაცია და მათში საწყობის მართვის სისტემის, CORAX WMS-ის იმპლემენტაცია. ALC-ს ჰყავს პროფესიონალების გუნდი, რომელსაც პროგრამის გაყიდვა და დანერგვა შეუძლია, მაგრამ მიზანს წარმოადგენს არათუ მომხმარებლისთვის უშუალოდ CORAX WMS-ის შეთავაზება, არამედ დამოუკიდებელი არჩევანის მიცემის საშუალება. ეს კი გამორიცხულია, თუ მას არ ეცოდინება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება და საერთოდ, სჭირდება თუ არა იგი.

რა პრობლემებს აწყდებიან ქართული კომპანიები საწყობის მართვისას?

მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ბაზარზე საწყობებში ვხვდებით ერთი და იმავე ტიპის პრობლემებს:

  • პერსონალი მუშაობს ფურცლითა და კალმით
  • ხშირად, მეხსიერების ბაზა მხოლოდ ერთი ადამიანის პირად მახსოვრობაზე გადის
  • თანამშრომლებს არ აქვთ ლოგისტიკური პროცესების სიღრმისეული ცოდნა, რადგან არ უტარდებათ შესაბამისი ტრენინგი
  • პროგრამა, რომელსაც იყენებენ, სრულებითაც არ არის სასაწყობე მარაგების მართვის მიზნით შექმნილი, არის მოძველებული და დიდ სირთულეებს უქმნის დასაქმებულებს

საბოლოო ჯამში, ვიღებთ შემდეგ სურათს: როდესაც სამსახურიდან მიდის თანამშრომელი, რომელმაც იცის ყველა პროდუქციის ლოკაცია, საწყობში იწყება ქაოსი, კომპანია ხარჯავს დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად და ხშირად მაინც ვერ აღწევს წარმატებას.

რატომ არის საჭირო თანამედროვე საწყობის მართვის სისტემა?

დაგვეთანხმებით, კარგი ბიზნესი არ ნიშნავს მხოლოდ მაღალშემოსავლიან ბიზნესს. კარგი ბიზნესი ნიშნავს საქმიანობას, რომელშიც მაქსიმალურად დაცულია დასაქმებულთა ინტერესები, მმართველი რგოლი მაქსიმალურად ისმენს თანამშრომლების პრობლემებს და ცდილობს მათ მოგვარებას. ამრიგად, მაღალი ხარისხის საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა პერსონალის საქმის გასაადვილებლად და სწორედ ამით იზომება კომპანიის წარმატება.

ბიზნესში ყველაზე კარგად ესმით, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა იყოს გონივრული და გრძელვადიანი და არა მოკლე პერიოდზე გათვლილი. ცხადია, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში, ძველი, ნაკლებად ფუნქციური პროგრამები დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ გაუწევენ კონკურენციას ინოვაციურ ლოგისტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს პროცესი არის შეუქცევადი და სჯობს დროულად დავიწყოთ ამ საკითხზე ფიქრი.

როგორ შევარჩიოთ საწყობის მართვის სისტემა (WMS) ჩვენი ბიზნესისთვის?

კომპანიამ უნდა განსაზღვროს თავისი საჭიროებები და მიზნები. დაისვას შემდეგი კითხვები ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე:

1. ოპერაციული პროცესები

  • რა ტიპის ლოგისტიკურ ოპერაციებს აწარმოებს კომპანია (მაგ., ინვენტარის მართვა, შეკვეთების შესრულება)?
  • რამდენად სწრაფად უნდა გაიზარდოს საწყობის მართვის სისტემა, რათა დააკმაყოფილოს კომპანიის სამომავლო მოთხოვნები?

2. ფუნქციონალური შესაძლებლობები

WMS-ის არჩევისას მნიშვნელოვანია სისტემის ძირითადი ფუნქციების შეფასება:

  • რეალურ დროში მონაცემების მიღება მარაგებზე
  • როგორ ხდება შეკვეთების შეგროვება, შეფუთვა და მიწოდება?
  • მონაცემთა ანალიზისა და ანგარიშების გენერაციის შესაძლებლობები

3. ინტეგრაცია

საწყობის მართვის სისტემა უნდა იყოს თავსებადი ისეთ სისტემებთან, როგორიცაა:

  • ERP სისტემები
  • TMS (ტრანსპორტის მართვის სისტემა): ლოგისტიკური ტრანსპორტირების პროცესების ოპტიმიზაციისთვის

4. მომხმარებლის გამოცდილება

WMS-ის ინტერფეისი უნდა იყოს მარტივი და გასაგები:

  • რამდენად მარტივია სისტემაში მუშაობა?
  • შესაძლებელია თუ არა საწყობის მართვის სისტემაზე მუშაობა მობილური მოწყობილობებიდან?

5. უსაფრთხოება

უსაფრთხოების ზომები აუცილებელია მონაცემთა დაცვისთვის:

  • როგორ არის გაწერილი სხვადასხვა მომხმარებლის უფლებები?
  • როგორ არის დაცული საწყობის მონაცემები?

6. ხარჯები

ბიუჯეტის გათვალისწინებით, კომპანიამ უნდა შეაფასოს:

  • რა იქნება საწყობის მართვის სისტემის დანერგვის ღირებულება?
  • რა იქნება სისტემის შენარჩუნებისა და განახლების ხარჯები?

7. მხარდაჭერა და მომსახურება

კომპანიამ უნდა შეამოწმოს გამყიდველის მხარდაჭერის ხარისხი:

  • რამდენად სწრაფად პასუხობს მომწოდებელი საწყობის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე?
  • რა სახის ტრენინგს სთავაზობს მომწოდებელი თანამშრომლებისთვის?

8. რეალური მაგალითები

კომპანიებმა შეიძლება გაითვალისწინონ WMS-ის სხვა კომპანიების მიერ გამოყენების მაგალითები:

  • არსებობს თუ არა წარმატებული ისტორიები მსგავსი ინდუსტრიებიდან?

CORAX WMS - საუკეთესო არჩევანი თანამედროვე საწყობებისთვის

თუ გავითვალისწინებთ, რომ CORAX WMS-ის ძირითადი უპირატესობები სწორედ ხარჯების ოპტიმიზაცია, მოქნილი საგადახდო სისტემა, მომხმარებელზე გათვლილი ინტერფეისი, უსაფრთხოების მაღალი დონე, მასშტაბების ზრდის უსასრულო შესაძლებლობები, მაღალი დონის ინტეგრაციული და ტექნიკური მხარდაჭერაა, CORAX WMS ბაზარზე არსებულ საწყობის მართვის სისტემათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.

გსურთ გაიგოთ მეტი, თუ როგორ შეიძლება CORAX WMS-მა გააუმჯობესოს თქვენი საწყობის მართვა და ლოგისტიკური პროცესები? დაგვიკავშირდით დღესვე!