როგორ დაეხმარა საწყობის მართვის სისტემა CORAX WMS კომპანია Kärcher საქართველოს ბიზნესის განვითარებაში

4 აპრილი 2025

კომპანია კერხერი 1935 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღეისთვის მისი პროდუქცია 150-მდე ქვეყანაში იყიდება. ორგანიზაცია აწარმოებს მხოლოდ დასუფთავების საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ ტექნიკას. მათგან 2000-მდე სხვადასხვა სახის მოწყობილობა ინახება ALC-ს საწყობში, რომელშიც ოპერაციებს საწყობის მართვის სისტემა CORAX WMS აწარმოებს.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით კერხერს  აქვს ექვსი ცენტრი: ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავისა და თბილისის (ორი), მათი პროდუქცია, ასევე,  შეგხვდებათ ისეთ დიდ ქსელურ მაღაზიებში როგორიცაა:  ელიტი, კარფური, ნოვა, კონტაქტ ჰოუმი და  მიჰაუსი. 

კერხერ საქართველო 2021 წლიდან თანამშრომლობს A Logistics Company-თან(ALC).  ALC ქართულ ბაზარზე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული ლოგისტიკური კომპანია. ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის მთავარი მიზეზი კი სწორედ ALC-ის მხრიდან კლიენტისთვის მაღალი დონის 3PL სერვისის შეთავაზება გახდა. 3PL (მესამე მხარის ლოგისტიკა) არის ლოგისტიკური მომსახურების მოდელი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროცესების „აუთსორსინგს“. 3PL სერვისში შედის:

  •  საქონლის მიღება
  •  შენახვა
  •  მარაგების მართვა
  •  შეკვეთების აგროვება
  • მიწოდება ქსელში
  • მიწოდება მომხმარებლამდე (ონლაინ გაყიდვები)

გარდა აღნიშნულისა, კერხერს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკვეთებისა და გაცემული პროდუქციის რეპორტი — CORAX-ს, ფაქტობრივად, ულიმიტო მეხსიერების ონლაინ ბაზა აქვს. ამრიგად, მარაგების ირგვლივ არსებული ნებისმიერი საკითხი მესამე მხარის მიერაა მოგვარებული.


იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ როგორ დაეხმარა 3PL და CORAX WMS კერხერს ბიზნესის განვითარებაში, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ამ ორი კომპანიის პარტნიორობის დინამიკას.


2021 წლის შემდეგ ALC-ისა და კერხერის წარმომადგენლებს აქვთ აქტიური საქმიანი ურთიერთობები. მასში ჩართულია ლოგისტიკის მენეჯერი, საწყობის მენეჯერი, საოპერაციო ანალიტიკოსები და სხვ..

უნდა ითქვას, რომ ეს ურთიერთობა ორივე მხარეს ეხმარება პროცესების გამარტივებაში. კერხერ საქართველო  ALC-ს აწვდის შეკვეთებს ისეთი პროგრამული ენით, რომელიც ავტომატურად მუშავდება და საწყობის  ადმინისტრატორი ზოგავს დროსა და რესურსს. მას არ უხდება პროგრამაში მონაცემების მექანიკურად  შეყვანა. თავის მხრივ, CORAX WMS კერხერს სთავაზობს სერვისის მოქნილობას, რაშიც იგულისხმება: 

  • შეკვეთის დამუშავების სისწრაფე
  • დროული მიწოდება
  • პროდუქციის საწყობში მიღებიდან გაცემამდე არსებული პროცედურების მოგვარება.

ეს ყველაფერი საბოლოო აისახება იმაში, რომ საწყობში პროდუქციის ინვენტარიზაციისას არასდროს დაფიქსირებულა გადახრა ან ცდომილება ნაშთზე. 

პროგრამა საწყობს საშუალებას აძლევს იმუშაოს კერხერის  გრანდიოზული აქციების დღეებშიც კი სწრაფად და შეუფერხებლად. ამის გამო, კერხერი ხშირად გამოხატავს მადლიერებას და კმაყოფილებას ALC-ის საწყობის თანამშრომლების მიმართ.

აღნიშნული საკითხების შესახებ, ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუ კერხერის ლოგისტიკის, მომხმარებელზე ზრუნვისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯერთან. შეკითხვაზე არის თუ არა ორგანიზაცია კმაყოფილი ALC-ის სერვისით, თამარ ქაიამ  ასე გვიპასუხა:  “ ALC-ის 3PL სერვისით ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს თანამშრომლობა ჩვენს კომპანიას საშუალებას აძლევს გავხდეთ უფრო მოქნილები და უკეთ მოვერგოთ მომხმარებლების მოთხოვნებს. მათი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები გვეხმარება ოპერაციების ოპტიმიზაციაში და მომსახურების ხარისხის ამაღლებაში.”

მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ზრდასთან დაკავშირებით მან დაურთო:

მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა 3PL სერვისის დანერგვის შემდეგ. განსაკუთრებით თვალსაჩინო გაუმჯობესება შეინიშნება ონლაინ მიწოდების სტრატეგიის მიმართულებით, რომელიც  ALC-თან ერთად შევიმუშავეთ მაქსიმალურად მოკლე ვადაში. ეს ინოვაციური მიდგომა საშუალებას გვაძლევს ვუპასუხოთ თანამედროვე ბაზრის გამოწვევებს და გავამართლოთ მომხმარებლების მზარდი მოლოდინები.”

შეკითხვაზე დაეხმარა თუ არა 3PL და CORAX WMS კერხერ საქართველოს ბიზნესის მასშტაბების ზრდაში, თამარმა შემდეგნაირად გვიპასუხა:

“CORAX WMS (საწყობის მართვის სისტემა) მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს კომპანიას მასშტაბებისა და ბიზნესის ზრდაში. თანამშრომლობის პერიოდში ჩვენი ოპერაციული მოძრაობები მხოლოდ იზრდება და სწორედ ეს სისტემური მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას ხარვეზების გარეშე ვმართოთ პროცესები. CORAX WMS-ის ინტეგრაციამ საშუალება მოგვცა ეფექტურად გავუმკლავდეთ გაზრდილ მოთხოვნებს და შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი, რაც ბიზნესის სტაბილური ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.”


აღსანიშნავია, რომ სწორედ  ორი კომპანიის საქმიანი კავშირის პერიოდში კერხერ საქართველოს ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდა და გაიხსნა მისი ოთხი ფილიალი: ზუგდიდის, თელავის, ქუთაისისა და ვაჟა-ფშაველას (თბილისი).


კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ბიზნესის მასშტაბების გაფართოებისთვის თანამედროვე კომპანიები ირჩევენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს.  კერხერ საქართველო კი რეკომენდაციას ALC-ის უწევს: აუცილებლად გავუწევთ რეკომენდაციას სხვა კომპანიებს ALC-ის 3PL სერვისის გამოყენებაზე და ყოველთვის ვუწევთ კიდეც. მათი პროფესიონალიზმი, მოქნილი მიდგომა და ინოვაციური გადაწყვეტილებები ნამდვილად ღირსეულია რეკომენდაციისთვის. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ALC-ის 3PL სერვისი არის საიმედო პარტნიორი ბიზნესის ზრდისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების გზაზე.”