როგორ ზრდის WMS ბიზნესის ეფექტიანობას – ინტერვიუ ALC-ის ოპერაციების სპეციალისტთან, საბა კაპანაძესთან
დღეს, როცა 3PL ლოგისტიკა სულ უფრო მეტად ვითარდება, საწყობის მართვის სიზუსტე და ეფექტიანობა გადამწყვეტი ფაქტორია. ALC-ში ამ მიზნის მისაღწევად მთავარი ინსტრუმენტი არის WMS – საწყობის მართვის სისტემა. როგორ ცვლის WMS ყოველდღიურ ოპერაციებს და რა შედეგებს იძლევა, ამაზე ვისაუბრეთ ALC-ის ოპერაციების სპეციალისტთან, საბა კაპანაძესთან.
WMS-ის როლი ALC-ის ოპერაციებში
„WMS ჩვენთვის არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც მართავს საწყობის ყველა პროცესს – მიღებიდან დაწყებული, ინვენტარიზაციით დამთავრებული. მისი მთავარი ღირებულება არის გამჭვირვალობა, კონტროლი და სიზუსტე. პირდაპირ რომ ვთქვათ, WMS-ს გარეშე ALC ვერ მიაღწევდა იმ სისწრაფესა და ეფექტიანობას, რაც დღეს გვაქვს,“ – ამბობს საბა კაპანაძე.
რა პრობლემებს აგვარებს WMS?
საბას თქმით, კომპანიები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან:
- შეკვეთების დაგვიანება ან არასწორი მიწოდება
- ინვენტარის არაზუსტი მონაცემები
- ზედმეტი მარაგი ან დაკარგული პროდუქცია
- picking პროცესში დაბალი პროდუქტიულობა
- საწყობის სივრცის არაეფექტური გამოყენება
„ჩვენი WMS პირდაპირ ამ პრობლემებს აგვარებს და ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ოპერაციები გახადონ უფრო სწრაფი, ზუსტი და ნაკლებად ხარჯიანი,“ – აღნიშნავს ის.
შედეგები ციფრებში
როცა საუბარია ეფექტიანობაზე, სიტყვებზე უფრო მეტად ციფრები საუბრობს. ჩვენი გამოცდილებით, WMS-ის დანერგვამ არა მხოლოდ პროცესები გაამარტივა, არამედ კონკრეტული, გაზომვადი შედეგებიც მოიტანა.
- საწყობის პროცესები უმჯობესდება 25-35%-ით
- შეკვეთების დამუშავება სწრაფდება 30-40%-ით
- შეცდომები მცირდება 70-80%-ით
- ინვენტარის სიზუსტე აღწევს 98-99%-ს
- ზედმეტი მარაგის ან დაკარგული პროდუქციის რისკი მცირდება 20-30%-ით
- ოპერაციული ხარჯები კლებულობს საშუალოდ 15-25%-ით
„ყველაზე თვალსაჩინო გაუმჯობესება არის ინვენტარიზაციის სიზუსტე და შეკვეთების აგროვების სისწრაფე, სადაც პროდუქტიულობა იზრდება 35-45%-ით,“ – ამბობს საბა.
კლიენტების უკუკავშირი და ROI
„კლიენტებისგან ხშირად გვესმის, რომ მიწოდების სისწრაფე აშკარად გაუმჯობესდა, საჩივრები შემცირდა და პერსონალი უფრო პროდუქტიული გახდა. მომხმარებელთა კმაყოფილება საგრძნობლად გაიზარდა. ROI-ის თვალსაზრისით, საშუალოდ 12-18 თვეში კლიენტები უკვე სრულად ანაზღაურებენ ინვესტიციას,“ – აღნიშნავს ALC-ის ოპერაციების სპეციალისტი.
მთავარი უპირატესობა და მომავლის ხედვა
საბას აზრით, WMS-ის ყველაზე დიდი უპირატესობაა რეალურ დროში გამჭვირვალობა და კონტროლია:
„კლიენტი ზუსტად ხედავს რა ხდება საწყობში. სისტემა არის cloud-ზე დაფუძნებული, მარტივად დასაინსტალირებელი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ანდროიდისთვის. ეს ყოველდღიურ საქმიანობას მაქსიმალურად ამარტივებს.“
WMS ნებისმიერი კომპანიისთვის სტრატეგიულ გადაწყვეტილებად შეიძლება იქცეს. ვინც დროულად დანერგავს, ის მიიღებს კონკურენტულ უპირატესობას.