როგორ გახდა A Logistics Company ლოგისტიკის ლიდერი საქართველოში – ინტერვიუ ნინო ჩახნაშვილთან
საქართველოში ლოგისტიკის სექტორი ბოლო ათწლეულში დინამიკურად იზრდება. თუმცა, ამ ბაზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი A Logistics Company-მ (ALC) შეასრულა, რომელიც დღესაც ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს და ქმნის სტანდარტებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდებისთვის.
ბლოგში გთავაზობთ კომპანიის დირექტორის მოადგილის, ნინო ჩახნაშვილის საინტერესო ხედვებს ALC-ის ისტორიაზე, 3PL-ის დანერგვაზე, გამოწვევებსა და მომავლის გეგმებზე.
1. დასაწყისი — როგორ შეიქმნა A Logistics Company
როგორ დაიწყო A Logistics Company-ის ისტორია? რა იყო მთავარი მოტივი, რამაც მოგცათ სტიმული ამ ბიზნესის შექმნისთვის?
“მიუხედავად იმისა, რომ ALC ჯგუფში შემავალ კომპანიებს ინდივიდუალურად საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ, ჩვენი გუნდი ლოგისტიკის ინდუსტრიაში აქტიურად პოზიციონირებს 2009 წლიდან.”
რა სიტუაცია იყო ლოგისტიკის სექტორში კომპანიიის დაარსების მომენტში? რა ძირითადი გამოწვევები შეგხვდათ და როგორ გადალახეთ?
“მაშინ, როდესაც ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო არსებული ინდუსტრიალური უძრავი ქონების სასაწყობე სივრცეებად გარდაქმნა და ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწყობების მშენებლობა, ადგილობრივ ბაზარზე სათანადო კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობდა. კომპანიის დაარსებიდან სულ რამდენიმე წელში გავხდით ბაზრის ლიდერი, ზომით და შეთავაზებული სერვისების ხარისხით ყველაზე დიდი სასაწყობე-ლოგისტიკური კომპანია.”
2. 3PL — ინოვაცია ქართულ ბაზარზე
როდის და როგორ გაჩნდა 3PL-სერვისის დანერგვის იდეა?
“3PL საპილოტე რეჟიმში გაეშვა 2015 წელს და თამამად ვიტყვი, როგორც ქართული კომპანია ჩვენ ვიყავით პიონერი ქართულ კომპანიებს შორის. იდეა 2-3 წლით ადრე გაჩნდა, თუმცა ქვეყნის შიგნით არ არსებობდა პრაქტიკული გამოცდილება და საუკეთესო მაგალითები, შესაბამისად მოგვიწია ევროპელი ექსპერტების ჩართვა და მათგან უამრავი პრაქტიკული კონსულტაცის მიიღება.”
მოგეხსენებათ, 10 წლის წინ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი 3PL მომწოდებელი ქართულ ბაზარზე — რა პროგნოზი გქონდათ მაშინ, როგორ აღიქვამდა სექტორი ასეთ სიახლეს?
“ვინაიდან 10 წლის წინ ჩვენ გვყავდა ბევრი სხვადასხვა ზომის კლიენტი კომპანია, რომლებიც ALC-სგან ქირაობდნენ სასაწყობე სივრცეს და თავად მართავდნენ ოპერაციებს, ნელნელა გამოიკვეთა მსგავსი სერვისის საჭიროება. სექტორისთვის მსგავსი სიახლის აღქმა მარტივი არ ყოფილა და ამის მოლოდინი არც გვქონდა, თუმცა განხორციელებული პროექტები და კომპანიის განვითარების საფეხური ყველაზე კარგად ამართლებს მაშინდელ პროგნოზს.”
რა სირთულეები შეგხვდათ 3PL-ის დანერგვისას და როგორ გადალახეთ?
“დანერგვის პროცესმა, გამოცდილი ექსპერტების ჩართულობით და ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ნაყოფიერად ჩაიარა. უფრო დიდი გამოწვევა იყო ქართული კომპანიების დარწმუნება, გადმოებარებინათ მარაგები და ჩვენ გვემართა მათი ლოგისტიკური ოპერაციები. 10 წლის წინ, რამდენიმე არსებულ მოიჯარეს, ანუ მათ ვინც ჩვენგან უბრალოდ ქირაობდა საწყობს, შევთავაზეთ 3PL უფასოდ. სულ რამდენიმე თვეში მიღებულმა შედეგებმა ისინი დაარწმუნეს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა იმ დროისა და რესურსის დაზოგვა, რასაც სასაწყობე და ლოგისტიკური ოპერაციების მართვა მოითხოვს. მას შემდეგ მოთხოვნა გაიზარდა და არამხოლოდ ქართული კომპანიების მხრიდან. დღეის მდგომარეობით, ვემსახურებით არა ერთ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიასაც.”
3. ALC-ის განვითარება — სტრატეგია, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები
რა იყო მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი კომპანიის ზრდაში?
“ვფიქრობ, ინოვაციების დანერგვის მუდმივი მზაობა იყო და არის ის, რაც ჩვენს კომპანიას ზრდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, დაცვა და ამასთან ერთად კლინტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.”
როგორ განვითარდა თქვენი მომსახურების პაკეტი და ინფრასტრუქტურა ბოლო 10 წლის განმავლობაში?
“რა თქმა უნდა, დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა მომსახურებების პაკეტის გაზრდის შესაძლებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება - 3PL ანუ სრული ლოგისტიკური მომსახურება და სასაწყობე უძრავი ქონების მართვა/გაქირავება. თუმცა, ამასთან ერთად 100%-ით ვერგებით არსებული და პოტენციური კლიენტის საჭიროებებს და შეგვიძლია ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. გვაქვს საბაჟო საწყობი, საკონსულტაციო სერვისები და ა.შ.”
რა ტექნოლოგიური ინოვაციები დანერგეთ პროცესების ოპტიმიზაციისთვის?
“3PL ვერ გაიმართებოდა ტექნოლოგიების გარეშე. საწყის ეტაპზევე დაინერგა WMS (საწყობის მართვის სისტემა), რომელიც გაძლევს უამრავ შესაძლებლობას, გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას მარაგებთან მიმართებაში. სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას საჭირო ხდება TMS (ტრანსპორტის მართვის სისტემის) დანერგვაც და მათი ინტეგრაცია კლიენტის არსებულ შიდა პროგრამებთან.”
როგორ ახერხებთ კონკურენტულობის შენარჩუნებას ისეთ ბაზარზე, სადაც მოთხოვნები მუდმივად იცვლება?
“ინოვაციებისკენ წსრაფვა არის ამის ყველაზე მკაფიო პასუხი. ჩვენი ყველა პროექტი წინ უსწრებს ლოკალურ ბაზარზე არსებულ სიტუაციას/სტანდარტებს, სწორედ ამიტომ დიდი და წარმატებული კომპანიები გვირჩევენ ჩვენ.”
4. კლიენტებთან ურთიერთობა — ნდობა, რეპუტაცია და სტაბილურობა
თქვენი აზრით, რა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კლიენტებმა აგირჩიეს სწორედ თქვენ?
“რეპუტაცია, სანდოობა და სტაბილურობა — ეს სამი პრინციპი ჩვენი გუნდის ყოველდღიური პრიორიტეტი და საზრუნავია.”
როგორია თქვენი მიდგომა მომსახურების ხარისხის მიმართ?
“ხარისხთან მიმართებით საკმაოდ მომთხოვნები ვართ. ჩვენი სფერო დინამიურია, შესაბამისად ჩვენც გვჭირდება და ვთანამშრმლობთ არაერთ მომწოდებელთან. ახალი საწყობის მშენებლობის პროცესში, ან ახალი პროექტის გაშვებამდე დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ კლიენტი კმაყოფილი დარჩეს.”
შეგიძლიათ მოგვიყვეთ ერთი-ორი წარმატების ისტორია, რომელიც კომპანიის საუკეთესო პრაქტიკებს ასახავს?
“500 წელზე მეტი ისტორიის მქონე საერთაშორისო კომპანიას, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენს ერთადერთ კონკურენტად ადგილობრივ ბაზარზე, გავუწიეთ ღირსეული მეტოქეობა და მათგან გადმოვიყვანეთ გერმანული კომპანია, რომელსაც 5 წელზე მეტია სრულფასოვან ლოგისტიკურ სერვისს ვუწევთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი განხორციელდა კოვიდ პანდემიის პერიოდში, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო რთულს ხდიდა.
ასევე, განვახორციელეთ საინტერესო პროექტი, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმპორტიორ კომპანიას გავუმართეთ ლოგისტიკური ჯაჭვი, 1 წლის განმავლობაში ვმართეთ და შემდგომ გადავაბარეთ. აღნიშნული კომპანია ახლა გაცილებით ეფექტურად ოპერირებს ლოგისტიკის კუთხით.”
5. გუნდი და კორპორატიული კულტურა
რა როლი ითამაშა გუნდმა კომპანიის განვითარებაში?
“მჯერა, რომ ნებისმიერ წარმატებას კომპანიის თითოეული თანამშრომელი ქმნის. ყველას თავისი როლი და ფუნქცია გააჩნია საერთო მისიის აღსრულებაში.”
როგორია თქვენი კორპორატიული კულტურა და როგორ ინარჩუნებთ პროფესიონალებს გუნდში?
“ჯერ კიდევ თავიდანვე, გადავწყვიტეთ კომპანიის მართვაში შემოგვეტანა თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები. ორგანიზაციაში ნებისმიერი შიდა და გარე პროცესი იმართება ერთი გამჭვირვალე სისტემით. ვცდილობთ თანამშრომლებს შევუქმნათ სათანადო, კომფორტული გარემო. ინიციატივა ყოველთვის მისასალმებელია და თუ კი ეს უკანასკნელი პროექტად იქცევა, საუკეთესო მაგალითი ყველასთვის.”
გუნდის რა უნარები და ღირებულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი A Logistics Company-ში?
“ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ძალიან საინტერესო ინდივიდები ქმნიან, სწორედ მათი უნარები და სპეციფიკური გამოცდილება გვაძლევს სწრაფი ადაპტაციისა და ზრდის შესაძლებლობას.”
6. მომავლის ხედვა — ALC-ის სტრატეგია 5–10 წლისთვის
როგორ ხედავთ ბაზარს მომავალ 5–10 წელში?
”ბაზარი ბოლო პერიოდში გაჯერებულია, გაიზარდა ახალი საწყობის მშენებლობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით თბილისის მასშტაბით. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გამოიკვეთება საჭიროება როგორც ლოგისტიკური სერვისების განვითარების, ასევე ლოგისტიკური ჰაბების თბილისის შემოგარენში გადატანის.”
რა სტრატეგიული გეგმები გაქვთ კომპანიის გაფართოების მიმართულებით?
“ALC იზრდება, კერძოდ 2026 წლიდან მოკლე და საშუალო ვადაში ჩვენი ინდუსტრიული რესურსი გაიზრდება 5-ჯერ, რაც ჯამში უპრეცენდენტო ზომის ინფრასტრუქტურას დააგენერირებს რეგიონის მასშტაბით. ჩვენი გეგმაა მოვახდინოთ კლიენტების პორტფოლიოს დივერსიფიკაცია სხვა და სხვა ინდუსტირების მიხედვით, შემოვიყვანოთ დიდი საერთაშორისო ბრენდები და შევთავაზოთ მზა ინფრასტუქტურა/სერვისები მათი ოპერაციების განსახორციელებლად. აგრეთვე, საინტერესოა ონლაინ სავაჭრო პლატფორმების მოზიდვა და მათი ოპერაციების გადმობარებაც.”
რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
“ჩვენი მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია ბაზარზე და გავამყაროთ იგი მრავალ წარმატებულ პროექტზე დაყრდნობით. აქტიურად ვაზიარებთ დარგობრივ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს მეტი პროფესიონალის მოზიდვას სამუშაო ადგილზე და ზრდის ჩვენს სერვისებზე მოთხოვნას — როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში.”
A Logistics Company დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, ინოვაციური და სწრაფად მზარდი ლოგისტიკური კომპანიაა. ნინო ჩახნაშვილის ხედვებიდან ჩანს, რომ ALC-ს მიზანი მხოლოდ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება არაა — კომპანია ქმნის სტანდარტებს, ავითარებს სექტორს და აყალიბებს მომავალს.